მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლების: დალი წულიაიას და თებია კიკალიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის წინაკვერკვეს განყოფილების პირველი-მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ ეპიზოდი ი. გოგებაშვილის ნაწარმოებიდან - „იავნანამ რა ჰქმნა“.
პედაგოგებმა კლასში პოზიტიური გარემო შექმნეს, რათა მოსწავლეებს ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ მიზანი, მათ იმუშავეს სცენარზე, გაინაწილეს როლები, გააცოცხლეს პერსონაჟები, გამოხატეს განცდები და ემოციები.
აღსანიშნავია, რომ ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - თებია კიკალიშვილიმა, მოსწავლეებს განუმარტა უღრანი ტყისა და საცალფეხო ბილიკის მნიშვნელობა.
როგორც სკოლაში აფასებენ, ამ ყველაფერმა ხელი შეეწყო ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას. ჯგუფის წევრებმა აღიქვეს, რომ მათი წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“