კასრისწყლის საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
20-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მე-3 კლასის დამრიგებელმა - ეკატერინე ტუმასიანმა, ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეების: ილიაზ მამედოვისა და სურენ ტუმასიანის ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
აღნიშნულ ნახატებში კარგად იყო წარმოჩენილი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები და ნიჭი.
მესამეკლასელების ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.