სიახლეები
სკოლები

ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს
20-05-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სიტყვები - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“ გასდევდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულით და რუდუნებით ეალერსებოდნენ ქართული ენის ყოველ ასო-ბგერას. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სკოლა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და არაფორმალური განათლება წინა პლანზე დგას. დედა ენის დღე ჯვარას საჯარო სკოლაში სრული დატვირთვით და ემოციებით ჩატარდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ჩვენი ენის უდიდესი წარსულის ისტორია“,- ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციებისთვის“

 

 

მოსწავლეებმა ოლიმპიადას წარმატებით გაართვეს თავი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება