სიახლეები
სკოლები

„ჭაბუკები დარჩნენ მარად“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული სპექტაკლი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
20-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ლიტერატურული სპექტაკლი - „ჭაბუკები დარჩნენ მარად“ .

სპექტაკლის რეჟისორი მარი თაბაგარი გახლავთ, რომელიც შემოქმედებითი პროცესის შესახებ თავად გვიყვება და მოსწავლეთა ენთუზიაზმი და დირექციისა და კოლეგების მხარდაჭერა ახარებს.

„როცა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლადო ასათიანის „ბარდნალა“ და მირზა გელოვანის „ცხრაკარა“ ისწავლეს, პოეტებზეც ბევრი ვისაუბრეთ. მათმა დიდმა ინტერესმა და ჩემმა დიდმა სიყვარულმა ლადო ასათიანისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ, სურვილი გამიჩინა, მათთვის გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებაც გამეცნო. შემოქმედს კი ყველაზე კარგად მაშინ ეცნობი, მის ბიოგრაფიასაც რომ თვალს გადაავლებ და ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვები იმ ცხოვრების გზაზე, სადაც ტკივილი თუ სიხარული მოულოდნელად წამოწევია და ლექსად, წერილად თუ ჩანაწერად დარჩენია.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ოთხივე პოეტის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც და მათი მარგალიტებით ავკინძე სცენარი. ინსცენირების პროცესიც საინტერესო აღმოჩნდა და რეჟისორულმა ხედვამ მოსწავლეთა ინტერესიც ზუსტად აღმაქმევინა.

მუშაობის პროცესში ჩვეული ენთუზიაზმითა და ლიტერატურის დიდი სიყვარულით მედგა მხარში სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლალი მელივა; შეუდარებელმა ნინო ბიბილურმაკი ამჯერადაც შესანიშნავი მუსიკალური ნომრები მოამზადა; ქორეოგრაფია თავის თავზე აიღო უნიჭიერესმა ნათელა ჩხაიძემ.

სპექტაკლს მშობლებისა და მასწავლებლების გარდა ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც: ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, ქალბატონი თამარელა წოწორია, რომელმაც დასასრულს ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა სპექტაკლისა და პოეტების შემოქმედებაზე; ჟურნალისტი, პოეტი, ქალბატონი მარინა თექთუმანიძე და პოეტი ეკა ქაჯაია გულწრფელი ცრემლით, ნაადრევად გარდაცვლილი პოეტების სიყვარულს გარდა, ალბათ ბავშვების სამსახიობო ნიჭსაც ეხმიანებოდნენ. სამწუხაროდ, მოულოდნელი შეტყობინების გამო, სპექტაკლს ბოლომდე ვერ დაესწრო ქალბატონი მარინა, თუმცა მოგვიანებით მითხრა, რომ სასაუბრო და სათქმელი უამრავი ჰქონდა. ის ხომ წლების მანძილზე იყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქტორი. იმ „ნორჩი ლენინელის“, რომელთანაც წლების წინ ჩვენი პოეტები ლადო, მირზა, გიორგი და ალექსანდრე თანამშრომლობდნენ. კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულს სტუმრობისა და ლიტერატურული საღამოს (სპექტაკლის) გალამაზებისთვის.

დასასრულს, თუკი ამ ბავშვების გულში ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ ინტერესი და სიყვარული გავაღვივე, თუკი მათმა მეხსიერებამ ის ზღვა ინფორმაცია შემოინახა, რაც სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მიიღეს, ვიტყვი, არა მხოლოდ სცენარისტისა და რეჟისორის მისია, არამედ პედაგოგის მიზანი და ჩანაფიქრიც ზუსტად შემისრულებია. წარმატებას ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ბავშვებს მშობლებთან და მშობლიურ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან ერთად“,- გვეუბნება პედაგოგი და ღონისძიების ფოტოებისთვის პედაგოგ სოფო გორგილაძეს დიდ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება