სიახლეები
სიახლეები

საქმეების გადადება გიყვართ? - ეს სიზარმაცე კი არა, შესაძლოა პროკრასტინაცია იყოს
16-06-2024
-
+


ცხოვრებაში, ალბათ, ყველას ჰქონია მომენტი, როცა მნიშვნელოვანი საქმის(დავალების) გაკეთება უსასრულო დროით გადაუდია. ასეთ დროს ადამიანებს ზარმაცის იარლიყს აკრავენ, თუმცა სინამდვილეში, ეს შესაძლოა სიზარმაცე კი არა -  პროკრასტინაცია იყოს.

პროკრასტინაცია
და სიზარმაცე ხშირად ერთმანეთში ეშლებათ. სინამდვილეში, მათ შორის დიდი განსხვავებაა. პროკრასტინაცია საქმეების გადადება, ბოლოსთვის მოტოვების ჩვევაა, რომელიც ადამიანთა 95%-ს ახასიათებს – ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად. ეს უკანასკნელი სიზარმაცისგან იმით განსხვავდება, რომ ის აქტიური პროცესია და არა პასიური.

პროკრასტინაციისას ადამიანები ირჩევენ ნაკლებად მნიშვნელოვან, ან გამოგონილი სამუშაოს შესრულებას, რათა რეალურ დავალებას თავი აარიდონ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინაცია აშშ-ის მოსახლეობის 20%-ს აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სიზარმაცესა და პროკრასტინაციას შორის არის მოტივაცია.

სიზარმაცის შემთხვევაში ადამიანს საქმის კეთების მოტივაცია და სურვილი არ აქვს. პროკრასტინაციის დროს კი ადამიანს გააზრებული აქვს, რომ საქმე/დავალება მნიშვნელოვანია, მაგრამ სანაცვლოდ სხვა რამეს ირჩევს. (ინსტაგრამზე რილების ყურებას, ან ჩაის გაკეთებას). შეიძლება პროკრასტინირებდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხართ.

პროკრასტინაციის მიზეზი შესაძლოა შიში, შფოთვა, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ პროკრასტინაცია დამცავი მექანიზმია - ფსიქიკა ადამიანს იცავს იმ დისკომფორტისგან, რასაც რთული, მისთვის არასასიამოვნო საქმის შესრულებისას გრძნობს. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი, სადაც ავტორები პროკრასტინაციის ოთხ მიზეზს გამოჰყოფენ:

  • ადამიანებს არ სჯერათ, რომ გამოუვათ;
  • ბოლომდე ვერ ხვდებიან, საქმის გადადებამ და დაყოვნებამ რა პრობლემა შეიძლება მოუტანოთ
  • ვერ ხედავენ სარგებელს;
  • გუნება-განწყობაზე დაკვირვების უნარი არ აქვთ.

ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყოველივესი შეიძლება იყოს იცის, რომ ემოციურად და პროფესიულად გადამწვარები არიან, ან შესაძლოა გარემო სადაც მუშაობენ არაკომფორტული იყოს მათთვის.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანისთვის პროკრასტინაციას კარგი არაფერი მოაქვს.

კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინატორები უფრო ხშირად არიან უმუშევრები.

ასევე კვლევამ აღმოაჩინა, რომ პროკრასტინატორებს ვარჯიში უჭირთ და ნაკლებს მოძრაობენ. გარდა ამისა, საქმეების მოგროვება და გადადება ფსიქიკაზეც აისახება, რაც შფოთვას ზრდის. 

საინტერესოა, რაშია გამოსავალი?

ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტში, დოქტორანტმა ჯეისონ ვესელმა პროკრასტინაციის ოთხი კითხვა შეიმუშავა, რომელთა გათვალისწინებითაც სტუდენტებმა პროკრასტინაცია დაძლიეს.

ეს კითხვები შემდეგი იყო:

  • კონკრეტულ დავალებას/ამოცანას წარმატებული ადამიანი როგორ შეასრულებდა?
  • თავს როგორ ვიგრძნობ, თუ ამ ამოცანას თავს ვერ გავართმევ?
  • პირველ რიგში რა უნდა გავაკეთო/პრიორიტეტული საქმეების წინ წამოწევა.
  • ამოცანის დროულად შესასრულებლად, ერთი რამის გაკეთება რომ კმაროდეს, რას მოვიმოქმედებდი?

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება