მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო პროექტებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სანიორის კორპუსში განხორციელდა პროექტი - „კულტურული გლობალიზაცია: ოსმალეთის იმპერიიდან გლობალურ ქვეყნამდე“.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა ინტეგრირებულად, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლების: ლეილა ჯაბადრიშვილის და ლია რაიბულის ხელმძღვანელობით.
თემა მიეძღვნა გლობალიზაციას და მასთან დაკავშირებულ გლობალურ პროცესებს.
„მთელს მსოფლიოში მიდის კულტურული გლობალიზაციის პროცესი და ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, გადავწყვიტეთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის მაგალითზე გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ამასთანავე შეძლოს დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო მიმართულებების დამკვიდრება“, - ასეთი იყო პედაგოგების მიზანი, რომელიც ნამდვილად იქნა მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პროექტი პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა