მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ, შთამბეჭდავ გარემოში დაირეკა.
აღნიშნული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა ღია ცის ქვეშ შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს, სადაც იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
კურსდამთავრებულებმა ასევე, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ, მომავალში კი წარმატებებს უსურვებენ.
„178-ე გამოშვებას დავულოცეთ გზები ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში. ვუსურვებთ მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“ , - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა