მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლები მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის იყო Iა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება, რომელიც სკოლაში ანბანის შესწავლის აღსანიშნავად გაიმართა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თინა ვახვახიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.
ზეიმზე, პირველკლასელებმა მუსიკალური ნომრები და ლექსები შესანიშნავად წარადგინეს. მათ შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ძალიან პოზიტიური და ემოციებით სავსე იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.