ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
20-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო.
იქ მე-12 მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. აწ უკვე კურსდამთავრებულები თეთრ მაისურებში გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, ერთმანეთს წარმატება უსურვეს და მაისურებზე, ტრადიციული, სამახსოვრო წარწერები დაიტანეს.
მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მერხებს მიუსხდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
სასკოლო საზოგადოება კურსდამთავრებულებს ულოცავს, წინსვლას უსურვებს და გზას ულოცავს.
„გილოცავთ, სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს! დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭითა და გონიერებით გააგრძელებთ განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვას, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- ამბობენ სკოლაში.