სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან კურსდამთავრებულები, ტრადიციულად, საჯანმრთელო პარაკლისით გააცილეს
20-05-2024
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა კიდევ ერთ საამაყო თაობას დაემშვიდობა. 

სკოლაში ერთი მშვენიერი ტრადიციაა დანერგილი, „ბოლო ზარზე“ კურსდამთავრებულთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საჯანმრთელო პარაკლისი იკითხება, ახალგაზრდებს ლოცავენ და ასე აცილებენ სკოლიდან. 

წელს, გიმნაზია 25-ე თაობამ დაამთავრა, მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ  დაირეკა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პარაკლისი მეთორმეტე კლასელებისთვის გადაიხადა სკოლის მოძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრიმ (სარჯველაძე), მოსწავლეები დალოცა სკოლის რექტორმა, დეკანოზმა იაკობმა (ბენიძე).

პარაკლისს ესწრებოდნენ დამრიგებლები: ლალი ლომთათიძე, მარინა ტალახაძე და თამარ ვაშაკიძე და მშობელები.

კურსდამთავრებულებმა (კლასებმა) ტრადიციისამებრ ხატები შეწირეს წმ. ნინოს სახელობის ტაძარს.

ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო სასკოლო საზოგადოების საერთო მილოცვა: 

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო გიმნაზიელებს! ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო! ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო, ჭკვიანო, თბილო, კეთილო გიმნაზიელებო! თქვენ ამ სკოლის 25-ე გამოშვება ხართ....

2024 წლის 20 მაისი - თქვენთვის სასკოლო ცხოვრების დასრულების და ახალ, საინტერესო, გამოწვევებით აღსავსე, წარმატებულ ცხოვრებაში შებიჯების დღეა! დღეს თქვენთვის სკოლის „ბოლო ზარი“ ირეკება! იმ იმედით ვართ აღსავსე, რომ ამ ქალაქის, ამ ქვეყნის ყველაზე ღირსეულ ადამიანთა შორის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებთ!

გიმნაზიელობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა, თან, დიდი პასუხისმგებლობა! დღეს გიხარიათ „ბოლო ზარის“ დღე და მოლოცვებსაც იღებთ; როცა ჩვენი სკოლის კედლებს გაცდებით, მალე მიხვდებით, რომ წლების მანძილზე აქ მხოლოდ განათლება კი არ მიიღეთ, არამედ, წესიერ და კეთილშობილ ადამიანებთან სწორად ცხოვრებას და ღირსეულ ურთიერთობებს სწავლობდით....

იცით, წლების მანძილზე თქვენთვის აღვლენილი ლოცვით იყო ეს გარემო გაჯერებული! დღესაც დალოცვით გაცილებთ დიდ ცხოვრებაში!​ გიმნაზიელობა საშვია დიდ და წარმატებულ ცხოვრებაში შესაბიჯებლად, სიკეთით და სიყვარულით აღსავსე მომავლის შესაქმნელად! გვჯერა, რომ ეს საამაყო და გამორჩეული ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავთ! თქვენს მშობლებს ვულოცავთ დღევანდელ დღეს!

სკოლას და პედაგოგებს ეიმედებით, ქვეყანას ეიმედებით, ჩვენო გამორჩეულო, გონიერო, შემოქმედებითო, წესიერო და ღირსეულო გიმნაზიელებო!“, - ამ სიტყვებით ემოციურად დაემშვიდობნენ კურსდამთავრებულებს სკოლაში და ცხოვრების ახლ ეტაპზე გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება