ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებისათვის წირვა აღევლინა
20-05-2024
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ სასკოლო სივრციდან კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სასკოლო საზოგადოებამ მე-12 კლასის მოსწავლეებს ცხოვრების გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.
დღეს მისი ყოვლადუსამღვდელოესის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პაველემ (ცერცვაძე) და ამავე გიმნაზიის სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე) გიმნაზიის კურსდამთავრებულებისათვის წირვა აღავლინეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე კურსდამთავრებულები, ტრადიციულად, თეთრ მაისურებში გამოეწყვნენ, გიმნაზიაში გატარებული წლები გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.