მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე სოფია კვიციანი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ გამოცხადებულ პროექტში - „მემკვიდრეობის ტურიზმი წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“.
სოფიამ შეადგინა ერთდღიანი ტური სახელწოდებით - „სულ სხვა წალკა“, რომლის მიზანია წალკაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა.
აღსანიშნავია, რომ 12 აპრილს სასკოლო საზოგადოება გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე მიიწვიეს და სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს.
სკოლა მადლობას უხდის უნივერსიტეტს საინტერესო ინიციატივისთვის და სოფოს ასეთი საინტერესო იდეისთვის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მადლობა SEU-ს უნივერსიტეტს საინტერესო და ნაყოფიერი პროექტისთვის. მადლობა, ჩვენს სოფოს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ნოდარ შავაძე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.