სიახლეები
სკოლები

საზეიმო „ბოლო ზარი“ და დაუვიწყარი ემოციები აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში
21-05-2024
-
+


აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა და ემოციები ცვლიდა ერთმანეთს. ემოციური დამშვიდობება მასწავლებლებთან, მერხთან, გარემოსთან, სადაც არაერთი წელი გაატარეს.

კურსდამთავრებულებისთვის ეს დღე მეტად ამაღელვებელი იყო, მე-12 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გელით. ჩვენო XII კლასელებო, კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავთ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!

აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმაც მიულოცეს „ბოლო ზარი“ და ღონისძიებით გაუფერადეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება