მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ახალგაზრდებმა სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მრავალფეროვანი ღონისძიებით იზეიმეს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის და სკოლას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ემოციებით სავსე დღე უფრო დაუვიწყარი გახადა მე-123 კლასის მოსწავლის, საბა ნიორაძის ორგანიზებულმა სიურპრიზმა - საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენის, მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მილოცვამ.
სპორტსმენმა ახალგაზრდებს მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი დღე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ასევე წარმატება უსურვა სკოლის ხელმღვანელს - ნინო გახარიას.
ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებს სკოლის დირექციამ დაულოცა გზა.
„ჩვენო საყვარელო ბავშვებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას... ვიცით,რომ სწორი ფასეულობებითა და ღირსეული ნაბიჯებით გაივლით ბილიკებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების გზაზე...
დაგილოცავთ ამ სავალ გზებს... გვიყარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით! ეს ქვეყანა თქვენია...“,- ასეთია იყო დირექციის მილოცვა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი