სიახლეები
სკოლები

იორმუღანლოს საჯარო სკოლის წარმატება თეატრალურ ფესტივალში 
21-05-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები რაიონის 8 სკოლასთან ერთად მონაწილეობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გამართულ საბავშვო თეატრალურ ფესტივალში. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი 16 და 17 მაისს ჩატარდა. 

ფესტივალის თემა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება გახლდათ, მისი მიზანი იყო ახალგაზრდების მოტივაციის გაძლიერება თეატრალური ხელოვნების მიმართ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ როლური თამაში ბავშვის რამდენიმე უნარის განვითარებას უწყობს ხელს, ეს ფესტივალი კი ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა გახლდათ. 

ფესტივალის მონაწილეებს აფასებდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული ჟიური, შეფასების შედეგად იორმუღანლოს საჯარო სკოლამ მიიღო პრიზი. ამავე სკოლიდან გახლდათ  გამარჯვებული მოსწავლეც. 

სკოლა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ გულიკაშვილს, ფესტივალის ორგანიზატორს - ნინო ქაიხოსროშვილს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს - ლელა ფანოზიშვილს, მოსწავლეებს, ასე კარგად რომ გაითავისეს როლები და თავი გამოიჩინეს, ასევე ხელმძღვანელ მასწავლებელს - ლალი ვაჩრიშვილს და ხაჯა ნოვრუზოვას, რომლეიც პედაგოგს გვერდში ედგა და მხარს უჭერდა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი განსაკურებულ მადლობას უხდის დირექტორ რიზვან უსუფოვს თანადგომისთვის.

„მე თქვენ მიყვარხართ ბავშვებო!“,- ასეთი გახლდათ  პედაგოგის ლალი ვაჭრიშვილის მიმართვა მოსწავლეებიადმი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება