მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს დღე განსაკუთრებული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის. ახალგაზრდები სკოლიდან საზეიმო ღონისძიებით გააცილეს.
კეთილი სურვილებით აჭრელებული თეთრი მაისურები, სევდანარევი სიხარული, დიდი ზარ-ზეიმი და ზღვა ემოცია ახლდა ამ დღეს. ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, ბოლოს პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ მიმართ დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
„ვულოცავ, სკოლის დამთავრებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას. ეს დღე ერთ-ერთი გამორჩეულია მათ ცხოვრებაში, რომლის შემდეგაც იწყება ცხოვრების ახალი, შესაძლებლობებით სავსე ეტაპი. გისურვებთ, წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს წინსვლას და განვითარებას მოხმარდება. მიყვარხართ და მეიმედებით“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი