მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება ღონისძიებით დააგვირგვინეს.
20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმაც. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა როლანდ ცუცქირიძემ ახალგაზრდებს გზა დაულოცა და წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა.
„ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ყველა ახალგაზდას, ვინც ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯა. წინსვლა და წარმატება გქონოდეთ მუდამ“,- აღნიშნა დირექტორმა და კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია