მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი, 2023- 2024 სასწავლო წლის, გამოშვებისთვის დაირეკა „ბოლო ზარი“.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
„გვინდა, დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით გამოვემშვიდობოთ მოსწავლეების ამპლუაში ამ არაჩვეულებრივ გოგო-ბიჭებს.
თითოეულ თქვენგანს, გილოცავთ, სკოლის დასრულებას.
გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას, ბედნიერ და სიკეთით აღსავსე ცხოვრებას! იყავით ბედნიერები და გჯეროდეთ, რომ უკეთესი აწმყოცა და მომავალიც უკვე თქვენს ხელშია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, ასევე დიდი სიყვარულით ულოცავენ მე-12 კლასელთა დამრიგებელს ამ მნიშვნელოვან დღეს.
„ჩვენს ლია მასწავლებელსაც ვულოცავთ თავისი სადამრიგებლო კლასის „ბოლო ზარს“, რადგან ვიცით, მისთვისაც ემოციებით დატვირთული დღეა, აღსავსე სევდანარევი სიხარულითა და მრავალწლიანი ურთიერთობის ტკბილი მოგონებებით, რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ.
მუდამ გახსოვდეთ, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლის სახით არსებობს ერთი ოჯახი, სადაც მუდამ გელოდებიან სითბოთი და სიყვარულით!
ყოველთვის გიყვარდეთ და გახსოვდეთ ერთმანეთი!“, - აღნიშნავენ სკოლის პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“