მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთია ვალერია ოგანესიანი. ის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატებული სტუდენტია.
ვალერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტით სწავლობს დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე და ამჟამად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოიპოვა.
სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი კურსდამთავრებულით ამაყობს და მას ამ წარმატებას ულოცავს.
„ჩვენი სკოლის სახელით მინდა მივულოცო ჩვენს ვალერიას ეს წარმატება და ვუსურვო კიდევ მეტი და მეტი წინსვლა!!
კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით, რომ ნებისმიერი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა და ჩვენ ეს გვეამაყება!“, - აღნიშნავს დირქტორი შორენა აკოფაშვილი.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა