მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სურვილები დაუტოვეს და დირექციასა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული და ნათელი მომავალი უსურვეს.
„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს და საქართველოს ყველა სკოლის მე-12 კლასელს ამ ლამაზ დღეს, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“, - აღინიშნა სკოლაში.
მოსწავლეებს ასევე სკოლის დამთავრება მიულოცა დეპუტატმა დავით ყიფშიძემ, მას სკოლაში გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან