მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითც განისაზღვრა, რომ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 50% შეღავათიანი ტარიფით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს – დევნილებს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე