სიახლეები
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
22-05-2024
-
+


22 მაისს, კირცხის N1 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ჩხოროწყუს ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ჯუმბერ იზორიამ და ჯანო პერტაიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ტყებუჩავამ.



 


ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ჩხოროწყუს ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახუთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა 70 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასის მოსწავლე ლიკა ჯალაღონია, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თათია ჯალაღონია VII კლასი, გიგი ჯალაღონია VII კლასი, ანანო ჩიტაია VI კლასი და მათე ბებია VI კლასი. 

მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი გიორგი დგებუაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო ხორავა VI კლასი, დავით ქორთუა VII კლასი, თამუნა ქობალია VI კლასი და ვიკა გამსახურდია VI კლასი. 

მესამე ადგილი კი ასევე 67 ქულით მოიპოვა თაიას საჯარო სკოლის გუნდმა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ელენე ოთხოზორია. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: მარიამი მორგოშია VII კლასი, კახა გაბედავა VI კლასი, ანასტასია აბშილავა VI კლასი და თამარი მორგოშია VI კლასი. 

აღსანიშნავია რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 67-67 ქულა დააგროვეს, თუმცა ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 191 წამში მოახერხა, ხოლო თაიას საჯარო სკოლის გუნდს შედეგისთვის 223 წამი დასჭირდა. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ჩხოროწყუს „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება