სიახლეები
სკოლები

„თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ“- გურკელის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა, რასაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ერთად გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებაც გამართეს.

კურსდამთავრებულებს სასკოლო საზოგადოება უდიდეს წარმატებას უსურვებს.

„მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, თუმცა  ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადადიხართ, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე.
გვჯერა რომ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ! გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება