მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ღონისძიება სახელწოდებით „ბოლო ზარი მოდაშია მე-12 ფორმაშია“ დიდი ზარ-ზეიმით წარიმართა.
მე-12 კლასელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, დადგეს მეტად საინტერესო და სახალისო ნომრები, ჰქონდათ ნომინაციები. კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს. საღამო იყო მეტად სახალისო.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებმა დირექციას და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ პატივისცემა დაუდასტურეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა თავის მხრივ მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდი სიყვარულით აცილებენ მე-12 კლასელებს სკოლიდან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ