მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში 20 მაისს, მე-12 კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, 2024 წლის კურსდამთავრებულებმა ლამაზი ღონისძიება მოამზადეს - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, გაითამაშეს იუმორისტული ნომრები და სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი და სახალისო ეპიზოდები გააცოცხლეს. მე-12 კლასელებმა დირექტორსა და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
სიტყვით გამოვიდა და მოსწავლეებს გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა - სასნუჰი კიურეღიანმა, მან მოსწავლეებს საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა და ნათელი და წარმატებული მომავალი უსურვა. მისალოცი სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს დირექტორის მოადგილე ლეილი მარკოსიანმაც.
დირექციის მილოცვას უერთდება სკოლის ყველა მასწავლებელი და მე-12 კლასელებს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა