თბილისის N207 საჯარო სკოლაში Izrune.ge - ს პრეზენტაციას ყველაზე პატარა წევრი სტუმრობდა
04-06-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N207 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge- ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას ყველაზე პატარა წევრი სტუმრობდა.
მოსწავლეებმა, მშობლებთან, პედაგოგებთან და პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და საგანმანათლებლო პორტალის ინოვაციურობითა და მიზნებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, მშობლებთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,izrune.ge-ს პრეზენტაციის გამართვის სურვილი თბილისის მრავალმა სკოლამ გამოთქვა.
ამდენად, საპრეზენტაციო სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:
1. სკოლის დირექტორი და მისი მენეჯერული უნარები
2. პედაგოგები და მათი ეფექტური მუშაობა
3. მოწადინებული მოსწავლეები და მათი მშობლები
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტიIzrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“