მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ეზოში, ჩატარდა ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი პროექტი-აქტივობა „ბაღის ფრინველთა საათი“, რომელსაც პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
ბაღის ფრინველთა საათი არის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო, ფრინველებზე დაკვირვების კამპანია.
აქტივობის მიზანია სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის უკეთ აღქმა-გაცნობიერების ხელშეწყობა. ასევე ბიომრავალფეროვნების დღის პოპულარიზაცია საქართველოში.
აქტივობის ფარგლებში, ბავშვები ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა სკოლაში 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა