სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა იმიტირებული, ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
23-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებითა და ინიციატივებით, პედაგოგები მოსწავლეებს ორიგინალურ სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ დიდი ინტერესსაც იწვევენ.

ამის ნათელი მაგალითია მე-7 კლასში, ლიტერატურული პრესონაჟებისთვის გამართული იმიტირებული სასამართლო პროცესი. 

მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - სალომე ნოზაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში წარადგინეს საგანმანათლებლო პროექტი.

აღსანიშნავია, რომ სცენარის ავტორი და დამდგმელიც პედაგოგი სალომე ნოზაძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების HELLADOS-ის პერსონაჟები, მოაწყვეს სასამართლო სხდომა, სადაც გაასამართლეს იანგულის მამა, შვილის თავისუფალი ნების უგულებელყოფისათვის.

ასევე, სასამართლოს დასასრულს, სპონტანურად, სიტყვა გადაეცა დამსწრე საზოგადოებას, რამაც კიდევ უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახადა სასამართლო პროცესი.

გიმნაზიაში აღნიშნავენ, რომ ასეთი აქტივობები, შესწავლილი მასალის  უფრო ღრმად ანალიზის შესაძლებლობას უწყობს ხელს, რასაც გიმნაზია სისტემატიურად ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. კლასის დამრიგებელი კი,  მზიური კოჩალიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება