მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ტარდება.
ახლახან, სკოლაში ეთნოგრაფიული საღამო გაიმართა სახელწოდებით - „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“, რომელშიც მონაწილეობდა მე-5ა, მე-5ბ, მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ქ.ჯიქია, თ.უთბერიძე, თ.ჭოლაძე, ნ.ჯოხაძე, მ.წულაია).
ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-8ა კლასის მოსწავლეები: რევაზ დადუნაშვილი და ანასტასია ბენდელიანი.
„სიზმრად ქცეული აფხაზეთის, ლაზეთ-სამეგრელოს, ნიკორწმინდად აღვლენილი რაჭა- ლეჩხუმის, ლიხს- აქეთური დედის-ჩვენის იმერეთის, შესახებ პრეზენტაციებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გოგო-ბიჭები, სცენიდან გადმოიღვარა მეგრული „ნანა“, რაჭული „ორო დილა“, იმერელი ბიჭების ცეცხლოვანი კომპოზიცია დოლებზე შესრულებით, ასევე აფხაზური ცეკვა და ფანდურზე შესრულებული სიმღერა „აფხაზეთის მიწაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. ღონისძიებაზე ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: ფ.გიორხელიძე, თ.თუთბერიძე, ი.ჯანგავაძე, თ.ბობოხიძე მადლობას უხდიან კლასის ხელმძღვანელებს და მშობლებს თანადგომისათვის.
„სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი სკოლის კედლებში: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოგვატარონ „ჩვენი საქართველო“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა