მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავ, სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში დაირეკა.
მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
კურსამდავრებულებმა კი სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს. მათ ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ პედაგოგებსა და დირექციას კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა - ეკატერინე ენდელაძემ თითოეულ კურსდამთავრებულს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა