მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლ „იფანთან“ ერთად, ეროვნული სამოსის დღეს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
მოსწავლეები ეროვნულ სამოსში გამოეწყვენ და ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს.
მათ ასევე ქართული ეროვნული სამოსის ისტორიაზე ისაუბრეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში 18 მაისს აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა