მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს.
მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
მათ სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე უდიდეს წარმატებას უსურვებს.
„2023-2024 სასწავლო წლის მეთორმეტე კლასს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. ყოველი წლის მაისი, როცა ახალი თაობა ასრულებს სკოლაში სწავლის 12-წლიან ციკლს, განსაკუთრებით ემოციურია პედაგოგებისთვის, მე-12 კლასის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. თქვენ სხვაგვარად გიფრთხიალებთ გულები, ჩვენო კუსდამთავრებულებო, იმაზე ფიქრით, რომ ემშვიდობებით საყვარელ სკოლას და გადიხართ ცხოვრების ახალ ასპარეზზე, რომელიც საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსეა. ამიერიდან, დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები ხართ. გილოცავთ ამ ბედნიერ და ამაღელვებელ გზაგასაყარზე დგომას, მინდა გისურვოთ საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული მოქალაქეები იყოთ, რაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია. თქვენ ხომ ახალი, თავისუფალი, კრეატიულობით, გონიერებით გამორჩეული თაობის წარმომადგენლები ხართ! გისურვებთ ქვეყნის სასახელოდ გაგეკვალოთ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა