მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მე-12 „ა“ (დამრიგებელი:ნინო მარგველაშვილი) და მე-12 „ბ“ (დამრიგებელი:მაია ვეფხოშვილი) კლასების მოსწავლეებმა სცენაზე „გააცოცხლეს“ სკოლის კედლებში გატარებული დღეები. სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით დაემშვიდობნენ სკოლის პედაგოგებს, დირექციას, მოსამსახურე პერსონალს.
სკოლის დირექტორმა - ნინო ბეგაძემ, დიდი მადლობა გადაუხადა ყველა პედაგოგს, მშობელს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ ახალგაზრდების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
მან მადლობის სიგელები გადასცა არა მარტო მეთორმეტე კლასის დამრიგებლებს, არამედ პირველ მასწავლებლებსაც (ბელა კუჭუხიძე,ირმა წინწალაშვილი), რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ამ მოსწავლეების აღზრდას.
სიტყვით გამოვიდნენ მასწავლებლები, მშობლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ N20 სკოლა თავისი პროფესიონალი, ჰუმანური მასწავლებლებით მათი შვილების საიმედო დასაყრდენია.
ეს დღე ემოციებით დატვირთული იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა