მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და აქტიურობით გამოირჩევიან.
მიმდინარე წლის 22 მაისს, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის სამეცნიერო სემინარი ჩატარდა, რომელიც დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი რკინის სადნობი ქურების გადარჩენას, მუზეუმის მშენებლობასა და მის პოპულარიზაციას ეხებოდა.
სემინარს ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქველმოქმედო ფონდის - „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ დამფუძნებელი, ამავე სკოლის კურსდამთავრებული - ნიაზ ბოლქვაძე უძღვებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომხსენებელმა, თანაგუნდელებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილა ის საინტერესო თემები, რომელიც ძველი კოლხ-იბერიელთა მიერ რკინის გამოდნობის საიდუმლოებებს ეხება და რომელიც საუკუნეების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და მზის სინათლე არ უნახავს.
აღსანიშნავია, რომ სკოლასა და საქველმოქმედო ფონდს შორის გაფორმდა მემორანდუმი, შემდგომი თანამშრომლობისათვის. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნიაზ ბოლქვაძესა და მის გუნდს საინტერესო სემინარის ჩატარებისათვის და სკოლის პროექტში ჩართულობის შესაძლებლობისთვის.
„ჩვენგან დაიწყება საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი ნათელი ფურცელი.
სემინარზე ისაუბრეს, რომ რკინის სადნობი ქურები აღმოჩენილია კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ - რამდენიმე ხეობაში, მათგან ერთ-ერთი ჩვენს რეგიონშია და რომლის გადასარჩენად დაიწყო მუზეუმის მშენებლობა; აქვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველო, როგორც რკინის მწარმოებლი უძველესი ქვეყანა - მალე იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში მოხვდება და ეს ობიექტი ტურისტულ სანახაობათა სიას შეემატება. იქნებ, ჩვენგანაც დაიწყოს საქართველოს ისტორიის ერთი ნათელი ფურცელი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა