მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 350/3; 29.04.2024 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“ (No07-2/382; 24.04.2024).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 21 მაისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული დოკუმენტის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით“, - აღნიშნული წერილი პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე დევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო დოკუმენტის დამტკიცების ვადამ, მინიმუმ, ერთი თვით გადაიწია.
აქედან გამომდინარე, გადავადდა ახალი საგნობრივი სტანდარტები და შესაბამისად, სახელმძღვანელოების საკითხიც ბუნდოვანია იმ ფონზე, რომ თავის დროზე განათლების მინისტრმა განაცხადა - ზოგადი განათების ეროვნული მიზნებს უნდა მოერგოს საგნის სტანდარტი და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი სახელმძღვანელოების ფორმირება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე