მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით. სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი.
23 მაისს, სამოქალაქო კლუბმა, სკოლაში წარადგინა პროექტი სახელწოდებით „ქალთა გაძლიერება“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს შემდეგი აქტივობები:
1. მოაწყვეს გამოკითხვა და მოისმინეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;
2. მოამზადეს ნამუშევრები ქალთა გაძლიერების თემაზე;
3. მოამზადეს პრეზენტაცია: „ქალთა გაძლიერება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობაში, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებაა, უფრო კონკრეტულად კი, პროექტი ეხება ადგილობრთვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალთა გაძლიერებას და თვითმმართველობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ ქალთა ჩართულობა სათემო განვითარებასა და პოლიტიკაში დაბალია და ქალთა გააქტიურებისთვის საჭიროა სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის საგანმანათლებო/საინფორმაციო კამპანიების მოწყობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა