მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის, სასწავლო წლის მიწურულს, ტრადიციულად იმართებება სპორტული შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.
არც წელს ყოფილა გამონაკლისი და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა შეჯიბრი - „მხიარული სტარტები-2024“.
სპორტის მასწავლებელი გელა აზირაშვილი და სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრი ირმა ჯანაშვილი მოსწავლეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ აღნიშნული შეჯიბრისთვის. ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ, ძალიან ხალისიანად ჩაიარა.
მოსწავლეთა მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისა და ჟიურის წევრებისთვის. შეჯიბრი ფრედ დამთავრდა და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სიგელით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“