მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება.
ამჯერად, მე-7ბ კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი თემაზე - „ადრეული ქორწინება“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, გააკეთეს პოსტერები, ბუკლეტები, ასევე ჩაწერეს ინტერვიუები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა მიიწვიეს თავიანთი თანატოლები, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში.
მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, სალომე ქობალია.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს საპატიო სტუმარი ბატონი ირაკლი კუჭავაც შეუერთდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა