მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ირინა მიქავას ორგანიზებით ჩატარდა სამშვიდობო მისიების შესახებ აქტივობა - „დიალოგის ხელოვნება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში, ორი ჯგუფი დამოუკიდებლად ამუშავებდა სამშვდიობო მისიების შესახებ სხვადასხვა წყაროს, ინფორმაციას და თამაშამდე 10 წუთით ადრე შეიტყვეს გუნდის პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა სკოლაში წარადგინეს განსხვავებული პოზიციები, გამართეს კონსტრუქციული დისკუსია/დიალოგი, შემდეგ კი შექმნეს შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოაწერეს ჯგუფის ლიდერებმა.
მტკიცებითი მხარის გუნდის ლიდერები: თეკლა გასვიანი და მარიამ ურუმაშვილი იყვნენ, უარმყოფელი მხარის გუნდის ლიდერები კი, თეკლა რეხვიაშვილი და ქრისტინე კობახიძე.
„დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ჟიურის წევრებს, რომლებიც იყვნენ კსუ-ს პროექტის „ამათის ხელოვნების“, მონაწილეები ანანო ედიბერიძე და საბა მანაგაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“