სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N12 სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს 
27-05-2024
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანი სასკოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა იყო, რაც უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ქველმოქმედების ფარგლებში განხორციელდა.

გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - „საპატიო სიგელი“ გადაეცათ, ხოლო წარმატებული მოსწავლეები წარმატებულის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სტუმრებს საპატიო დახვედრა მოუწყვეს, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო. მათ საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. სკოლაში მასწავლებლებს - ლონდა ღურწკაიასა და ირინა წულაიას, შემოქმედებითი სანახაობის შექმნისათვის, მადლობას უხდიან.

„მადლობა აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ქველმოქმედებისთვის!

საოცარი პოზიტივით აღსავსე დღე და ჩვენი ყოჩაღი ბავშვები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება