მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას დიდი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“ გაიმართა. მასში მოსწავლე- ახალგაზრდობა და ანსამბლი „ცინარეთი“ აქტიურად ჩაერთო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თარიღის შესახებ ისუაბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათ შემოქმედებითი აქტივობებიც გამართეს.
სკოლის დირექცია თითოეულ მონაწილესა და ღონისძიების ხელმძღვანელ გულნაზ ზოსიძეს მადლობას უხდის.
„ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს სამშობლოს“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა