მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში ღირსეული და პატრიოტი ახალი თაობის აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც შესავალი სიტყვით საზოგადოების წინაშე ისტორიის მასწავლებლები წარდგნენ.
მოსწავლეებმა კი დედა-სამშობლო ლექსებითა და მხატვრული გამონათქვამებით შეამკეს. გარდა ამისა, მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ნათელ და მარადიულ ხსოვნას.
„მთელ ქვეყანას უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ სულ გვეყვარები. ვამაყობთ და მარად მადლიერნი და ამაყი ვიქნებით ამ მემკვიდრეობის. შენი დღეგრძელობისა იყოს, ჩემო სამშობლოვ“,- სწორედ ეს გზავნილები გაჟღერდა ღონისძიებაზე.
აქტივობებში სკოლის დირექტორის მ/შ - რომანი კვაშილავა და საქმისმწარმოებელი რიმა გაწერელიაც ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა