მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის მეთოდოლოგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც გაწერილია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ სააღმზრდელო დაწესებულებებმა/უფლებამოსილმა თანამშრომლებმა ასეთი ფაქტის დაფიქსირებისას.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ სააღმზრდელო დაწესებულება არ მოახდენს რეაგირებას და არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, მიიღებს გაფრთხილებას ან დაჯარიმდება. საურავი ფიზიკური პირის შემთხვევაში 50-100 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 100-200.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (ბაღის/დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 „6“ მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; კერძოდ კი, შესაბამისი ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით, შესაბამისი დაწესებულების (იურიდიული პირის) დაჯარიმებას 100 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით.
ამდენად, პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ბაღს შიდა ინსტრუქციით ჰქონდეს გათვალისწინებული, ძალადობაზე ეჭვის შემთხვევაში, თანამშრომელთა მოქმედების სქემა, და მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, თავად თანამშრომლებს ჰქონდეთ გაცნობიერებული საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ამ სქემაში. პასუხისმგებლობა დგება იმ თანამშრომლისთვის/დაწესებულებისთვის, რომელსაც ეჭვი უნდა მიეტანა და არ მიიტანა, რომელსაც რეაგირება უნდა მოეხდინა და არ მოახდინა“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე