მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადახვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
მოწაფეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ეკო-საგანმათლებლო ლექცია-სემინარი.
ლექციაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და მოფრთხილება ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.
მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
22 მაისს, ყოველწლიურად, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების გამახვილებას ბიომრავალფეროვნებისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა