მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა, მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე იყო.
12-წლიან სასკოლო ცხოვრებასთან გამომშვიდობებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ვინ სიხარულის გამო ტიროდა და ვინ სკოლას ვერ ელეოდა - დღე, რომელიც დაუვიწყარი გახდა მათ ცხოვრებაში და დღე, რომლითაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიხურა.
კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები სასკოლო საზოგადოების საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო წარწერებით შეიმკო. ახალგაზრდებს საყვარელმა პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს და წინსვლა უსურვეს.
„გვინდა, გისურვოთ ძიებით, აღმოჩენებით სავსე ცხოვრება; თვითრეალიზების გზაზე ღირსეულად სწავლა და შრომა! გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გვასახელებთ, თქვენ ხომ კრეატიულობით, მიზანდასახულობითა და გონიერებით გამორჩეული თაობის ნაწილი ხართ. სიყვარული, სიკეთე, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებისკენ სწრაფვა იყოს თქვენი მეგზური ცხოვრებში“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს სკოლიდან კურსდამთავრებულები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა