მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი ეკა წულაძე მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო მიდგომასა და მეთოდს იყენებს.
მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ამჯერად, პედაგოგმა სტატია - „სასწავლო რესურსები მათემატიკაში, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა საინტერესო გამოცდილებად აქცია“ მოამზადა.
ის წერს, რომ სხვადასხვა რესურსი, მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, შექმნა. მათმა სასწავლო პროცესში გამოყენებამ კი დადებითი შედეგი მოიტანა.
„მათემატიკის შესწავლისას ხშირია გამოწვევები, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან. საგაკვეთილო პროცესში ვიზუალური დამხმარე საშუალებებისა და პრაქტიკული მანიპულაციების ჩართვით, მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ინტერაქტიული და შინაარსიანი გზით შეისწავლონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ სტატია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა