მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ნიჭიერი და წარმატებული თაობა სიამაყით გააცილა სკოლიდან და ცხოვრების ახალ ასპარეზზე, წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
ემოციებით სავსე იყო დღე, როცა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარმა ბოლოჯერ დარეკა, ზარმა, რომლიც მათთვის სასკოლო ცხოვრების დასასრულისა და ახალი, წარმატებული მომავლის დასაწყისივით გაისმა.
მოსწავლეებს საყვარელმა პედაგოგებმა წინსვლა და წარმატება უსურვეს და ემოციური სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.
„ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი მე-12 კლასელები სკოლას ამთავრებენ, ჩვენი გულის ნაწილიც თან მიჰყვება მათ! მაშინ ვართ ბედნიერი მასწავლებლები, როდესაც ამაყად თავაწეულნი, თამამად ვამბობთ, რომ სამშობლოს კიდევ ერთხელ ჩვენი გამოზრდილი, ღირსეული მამულიშვილები შეემატება, რომლებიც ლამაზ ისტორიას დაწერენ!
ჩვენ, ოქროსმედალოსანი მოსწავლეების პარალელურად, ოქროსგულიანი ბავშვებიც გამოვუზარდეთ ქვეყანას, ზრდილობის, კულტურისა და წესიერების განსახიერება გოგო- ბიჭები.
გილოცავთ ახალგაზრდებო. გვჯერა, სკოლა იამაყებს თქვენით!“, - ამ სიტყვების ფონზე კურსდამთავრებულებმა გაიხურეს სკოლის კარი და შეუდგნენ მომავლის შენებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა