მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 47-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, მათთვის ბოლოჯერ, საზეიმოდ დაირეკა სკოლის ზარი.
აღსანიშნავია, რომ 6-მა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა. როგორც მათი პედაგოგები ამბობენ, დარწმუნებული არიან, რომ ისინი საკმაოდ მაღალ მწვერვალებს დაიპყრობენ.
ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო „ბოლო ზარის“ ღონისძიება. ბავშვები გულწრფელი, გულიდან ამოსული სიტყვებით იხსენებდნენ სკოლაში გატარებულ წლებს და ემშვიდობებოდნენ საყვარელ მასწავლებლებს.
მოსწავლეებს მიმართა და გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა - ცირა ბრეგვაძემ უსურვა, რომ მათი ნიჭით ქვეყანა მუდამ გაბრწყინებული ყოფილიყოს.
გულში ჩამწვდომი სიტყვებით ისაუბრეს პირველმა მასწავლებლებმა, ნათია ცუცქირიძე-გიგაშვილმა დაწყებით კლასებში შექმნილი, რუდუნებით შენახული ნამუშევრები წარუდგინა მშობლებს და პედაგოგებს, ასმათ მუმლაძის პატარა მოსწავლეებმა სიმღერით დაულოცეს გზა ცხოვრების დიდ ასპარეზზე ფეხშედგმულ ახალგაზრდებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ჭუმბურიძემ თბილი სიტყვები არ დაიშურეს ახალგაზრდებისათვის და წარმატებული მომავლი უსურვეს.
მასწავლებლებმა და მშობლებმა კი, ბავშვებს უსურვეს, რომ სიყვარული და სიკეთე თითოეულის თანამგზავრი იყოს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა