მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში V და III კლასების მოსწავლეები, სასწავლო ნაწილის თეა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.
მოსწავლეებს ეს დღე ისტორიის მასწავლებელმა ვალერი ჩიტაურმა მიულოცა და თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
პატარებმა არაერთი შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინფორმაცია ერთმენეთს გაუზიარეს. სკოლის ადმინისტრაცია, ბრწყინვალედ ჩატარებული ღონისძიებისთვის, მოსწავლეებს და პედაგოგებს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა