მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის დასტურია, 24 მაისს, მე-4 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც სომხური ენის მასწავლებელმა ჰაიკანუშ გადიანმა ჩაატარა და რომლის თემაც იგავ-არაკები გახლდათ.
მოსწავლეებმა, სკოლაში სომხურ ენაზე თეატრალურად წარმოადგინეს მსოფლიო მეიგავეების იგავ-არაკები: ვარდან აიგეგცის „დათვი, მელა და მგელი“, ეზოპესა და მათეს სახარებიდან იგავ-არაკები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეისწავლეს თუ რა არის არაკი და რას გვასწავლის. მათ კარგად გაიაზრეს არაკის დიდაქტიკური მნიშვნელობა და მათი ასაკის შესაბამისად ითამაშეს როლები.
სკოლაში ისიც დასძინეს, რომ ასეთი გაკვეთილები საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და მოტივაციას ჰმატებს მოსწავლეებს.
სკოლის დირექცია და მშობლები მადლობას უხდიან სომხური ენის მასწავლებელს ჰაიკანუშ გადიანს საინტერესო და სახალისო სასწავლო აქტივობის მოწყობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს